Monday, May 3, 2010

მადნეულის(კაზრეთის )ადგილმდებარეობა

კაზრეთი (მადნეული) მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ-ზე, მდინარე მაშავერას მარჯვენა სანაპიროზე, იგი ქალაქის ტიპის დასახლებაა. საკვლევი ტერიტორია საკმაოდ დაშორებულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრს (საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ლიხის ქედზე სურამის გადასასვლელის დასავლეთ ნაწილში) და მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დედაქალაქთან დაკავშჳრებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალით, აგრეთვე რკინიგზით.



კაზრეთის ხედი

კაზრეთის (მადნეულის) გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ.გ. 410 19. და ა.გ 44 0 27, . იგი ზღვის დონიდან საშუალოდ 900 მეტრზე მდებარეოობს. მადნეულის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გადის წალკის და გომარეთის პლატოებზე ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით მას ქვემო ქართლის ვაკე ესაზღვრება; სამხრეთ- აღმოსავლეთით -- ლოქის მასივი, სამხრეთ-დასავლეთით -- დმანისის პლატო, ხოლო დასავლეთით -- ჯავახეთის ქედის ჩრდილო- აღმოსავლეთ განშტოებები.

პირდაპირი მანძილი თბილისიდან კაზრეთამდე (მადნეულიამდე) 47 კმ-ია, შავი ზღვის სანაპირომდე -- 240 კმ-ია. აღმოსავლეთ საზღვრამდე 21 კმ-ია.


ფუჭი ქანების მთა

· მადნეულის(კაზრეთის )რელიეფი

საკვლევი ტერიტორია მდებარეობს ბოლნისის რაიონში (ქვემო ქართლში). დასავლეთით მას ესაზღვრება დმანისი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით -- მარნეულის რაიონი , ჩრდილოეთით -- თეთრიწყაროს რაიონი, რომელიც გამოყოფილია ქციის ხეობით. მისი ფართობი 798,3 კვადრატული კმ-ია. ბოლნისის რაიონში მდებარეობს ერთი ქალაქი (ბოლნისი), ერთი დაბა (კაზრეთი) და 45 სოფელი.



ქალაქ ბოლნისის შესასვლელი

ბოლნისის რაიონის ტერიტორია აგებულია უმთავრესად მეოთხეული ნალექებით , ცარცული და იურული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით და ვულკანოგენური წარმონაქმნებით. ასევე ვხვდებით ძველ ვულკანურ ნაკადებს, რომლებიც ხრამისა და მაშავერას ხეობაში ჩამოდის. საქართველოს ოროგრაფიული სქემის მიხედვით საკვლევი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაბალი ზეგნების ზონას მოიცავს. რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 500-დან 1000 მ-მდეა. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქვემო ქართლის ვაკე (ზღვის დონიდან 265-350 მ-ზე) ჩრ-დან თრიალეთის ქედის განშტოებები (ზღ. დონიდან 1500-2000 მ-ზე). სამხრეთით განლაგებულია რთული გეოლოგიური აგებულების, ლოქის ქედის ჩრდილოეთი კალთა მგლის ჭიშკრის უღელტეხილით (ზღვის დონიდან 1798 მ-ზე). ლოქის ქედის ჩრდილოეთი განშტოებები ბოლნისსა და მარნეულამდე ვრცელდება და ქმნიან ბუნებრივ წყალგამყოფს მაშავერას, ფოლადაურის და დებედას აუზებს შორის. დასავლეთიდან ჯავახეთის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთ განშტოებები ბოლნისამდე ვრცელდება და მაშავერას აუზების წყალგამყოფს წარმოადგენს. მდ. მაშავერა კაზრეთის ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატულ ხეობაში მიედინება.


კარიერი

ბოლნისის რაიონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ქვემო ქართლის ვაკეს, რომელიც შემოფარგლულია გორაკ-ბორცვებით. იგი აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიურ-პროვილიური ნაფენებით, საფუძვლად კი უმეტესად სარმატული ასაკის დისლოცირებული ნალექები უდევს. ვაკეზე კარგადაა გამოხატული მდინარეული ტერასები. გორაკ ბორცვების ზოლი ვულკანოგენური ქანებით და ქვიშა ქვებითაა აგებული. ზოგან გაშიშვლებულია პალეოგენური და ნეოგენური ქვიშაქვები და მერგელები. დამახასიათებელია რელიეფის ტექტოგენურ ვულკანოგენურ და ეროზიულ ფორმათა მონაცვლეობა.

· მადნეულის (კაზრეთის)ადგილმდებარ�
��ობის რუკა

• მადნეულის (კაზრეთის) ჰავა
• კაზრეთის (მადნეულის) კლიმატი ზოგადი ნიშნების მიხედვით მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავის ტიპს მიეკუთვნება. ზომიერად ცივი ზა,თრით და ცხელი ზაფხულით.
• საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 2000 საათს აღემატება. ბოლნისის რაიონში, რომელიც მოიცავს მადნეულის ტერიტორიას, მზის ნთების საშუალო წლიური ხანგრძლივობა შეადგენს 2300-დან 2400-მდე საათს. მზის ნათების თვიური ჯამები(საათობით) მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.1 (მონაცემები ეყრდნობა ჰელიოგრაფების ბაფტების დამუშავების შედეგად მიღებულ მონაცემებს)
ცხრილი1
•
თვე I II III IV V VI VII VIII IX X XI XII
სთ 135 135 140 200 230 280 290 290 230 200 130 125

მზის ჯამური რადიაციის მინიმუმი წლის მანძილზე საქართველოში აღინიშნება დეკემბერში (26-6.5 კკალ/სმ2 თვეში), ხოლო მაქსიმუმი - ზაფხულში, ძირითადად - ივნისში და ივლისში, ზოგჯერ - მაისშიც (16.0-19.7 კკალ/სმ2-ის ფარგკებსი მერყეობს.

საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურული რეჟიმის დიდი სხვადასხვაობაა, რაც განპირობებულია რთული რელიეფით. სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის ტემპერატურა ეცეა საშუალოდ 0.6 გრადუსით ყოველ 100 მეტრზე (ვერტიკალური გრადიენტი). ტემპერატურის დაცემის სიდიდე დამოკიდებულია არა მარტო ადგილის სიმაგლეზე, არამედ რელიეფის ფორმებსა და წლის დროზე.
საქართვრელოს ტერიტორიაზე, ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურის მიხედვით, ყველაზე თბილ თვედ ივლისი ითვლება, ყველაზე ცივ თვედ კი - იანვარი.
კაზრეთის(მადნეულის) ტერიტორიაზე ჰაერის თვიური ტემპერატურის საშუალო თვიური ტემპერატურები მოცემულია ცხრილში (იხ. ცხრ.2)
• ცხრილი 2
თვეები იანვარი აპრილი ივლისი ოქტომბერი
ტემპერატურა 0-2 8-10 22-23 12-13
ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმი საკვლევ ტერიტორიაზე
მინუს 12-140 , ხოლო წლიური აბსოლუტური მაქსიმუმი -- პლუს 34-360 . ჰაერის ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა კი 20-220 შეადგენს. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმია- 240 (ბოლო 60 წ- ის მონაცემებით ). ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმია + 39 0 (ბოლო 60 წ-ის მონაცემებით).
თეთრიწყაროს და თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონაცემთა ექსტრაპოლირების საფუძველზე, ,,მადნეულის’’ საწარმოს საქმიანობის რაიონში უყინვო პერიოდის უდიდესი ხანგრძლივობაა 256 დღე. ხოლო უმცირესი --178 დღე. აღნიშნული ტერიტორიაზე გაზაფხულის უკანასკნელ წაყინვათა შეწყვეტის საშუალო თარიღია 10 აპრილი, ხოლო შემოდგომით პირველ წაყინვათა დადგომის საშუალო თარიღი -- 10 ნოემბერი. საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგის საშუალო თვიური ტემპერატურა 10 სმ-ის სიღრმეზე მერყეობს საკმაოდ დიდ დიაპაზონში: აპრილში მინუს 20 -დან პლუს 140 ს ზევით. ივლისში პლუს 120 -- 280 - ის ზევით და ოქტომბერში --- პლუს 20 – 16 0 - ის ზევით.
• კაზრეთის (მადნეულის)ტერიტორიაზ�
�� ნიადაგის საშუალო თვიური ტემპერატურა შეადგენს: აპრილში - +120-ს; ოქტომბერში- +140-ს.
ხეობების არათანაბარი გათბობა ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი თერმული ცირკულაციების წარმოშობას ატმოსფეროში(მუსონები, ბრიზები, მთა-ხეობათა და სხვა ქარები). ეს ცირკულაციური პროცესები ურთიერთქმედებენ და ქარების საკმაოდ რთულ რეჟიმს აპირობებენ. კაზრეთის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე საშუალოდ წელიწადში 2მ/წმ-ია. გაბატონებულია როგორც დასავლეთის(36%), ისე აღმოსავლეთის (25%) მიმართულების ქარები . უქარობის შემთხვევები წელიწადში 479-ია 1460 დაკვირვებიდან. იანვარში ქარის საშუალო სიჩქარე 2მ/წმ-ია. გაბატონებულია დასავლეთის (48%) და აღმოსავლეთის (22%) მიმართულების ქარები. უქარობის შემთხვევები 50-ია თვეში 124 დაკვირვებიდან, ივლისში ქარის საშუალო სიჩქარე ასევე არ აღემატება 2მ/წმ-ს. გაბატონებულია ისევ დასავლეთის (38%) და აღმოსავლეთის (20%) მიმართულების ქარები. უქარობის შემთხვევები 27-ია თვეში 124 დაკვირვებიდან. დღე-ღამის განმავლობაში ქარის მიმართულება განიცდის ცვალებადობას. დღისით ძირითადად გაბატონებულია აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულების ქარები. ღამით კი - დასავლეთის.
საქართველოს ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობის წლიური ჯამი 300მმ-დან (და უფრო ნაკლები) 3400მმ-მდე(და უფრო მეტის) ფარგლებში მერყეობს. საკვლევ ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობის წლიური ჯამი საშუალოდ 500 მმ-ის ფარგლებშია. ნალექების რაოდენობა თბილ და ცივ პერიოდში
თვეები I II III IV V VI VII VIII IX X XI XII
ნალექები მმ/თვე - - 6 20 25 20 12 6 8 6 6 -

Saturday, May 1, 2010


დაბა კაზრეთის (ბოლნისი რაიონი) მიდამოებში მდიდარი და მრავალფეროვანი მეტალების საბადოებით არის ცნობილი. აქ 1975 წლიდან მიმდინარეობს მთის ქანებიდან მიღებული კვარციტებისა და სპილენძ-პირიტის მადნების გადამუშავება.
ოქროს გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს მდებარე პატარა მდინარე კაზრეთულა მკვდარ მდინარედ ითვლება და იგი მდინარე მაშავერასთან შეერთების მონაკვეთსაც მნიშვნელოვნად აბინძურებს. ადგილობრივი მოსახლეობა დაავადების შემთხვევების ზრდაზე მიუთითებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ითავა გამოეკვლია ეს პრობლემა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა , რომ მაშავერასა და კაზრეთულაში დაახლოებით 7 მძიმე მეტალია დალექილი. ცოცხალი ორგანიზმების გაქრობა კი წყალში მჟავას არსებობამ გამოიწვია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მდინარეს ბოლნისის რაიონში საყოფაცხოვრებო მიზნებითაც გამოიყენებენ და ზაფხულობით სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც რწყავენ. მაგალითად გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოფელ რკიანეთში დათესილი ხორბალი შეიცავდა სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს, მათ შორის - კადიუმს.
არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ საფრთხე მხოლოდ აქაურობას კი არა, დედაქალაქის მოსახლეობასაც ემუქრება, რადგან თბილისური ბაზრები ბოლნისში მოყვანილი პროდუქტებითაა სავსე.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიწვია ექიმი- სპეციალისტები, რომლებსაც დაევალათ ბოლნისი რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბა კაზრეთში დაფიქსირებულია სიმსივნით დაავადებულთა დიდი რაოდენობა, რაც დემოგრაფიული გენოციდის ტოლფასია.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ამ საწარმოშია დასაქმებული, კომპანიის გაჩერების წინააღმდეგია, მაგრამ მეწარმეებისაგან ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ბოლნისის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის მთავარ შემავსებელ ძალას კომბინატი " მადნეული" წარმოადგენს. კომბინატში დასაქმებულია 750 ადგილობრივი მოსახლე. საბადოებიდან მადნის მოპოვება ხდება ბურღვა - აფეტქებითი მეთოდით, შემდეგ მიმდინარეობს მადნებიდან მეტალების მიღება და მიღებული პროდუქტის გასუფტავება მინარევებისგან. ნარჩენებს წარმოების ოთხ საგანგებო ნაგავსაყრელზე ყრიან.
აღსანიშნავია ისიც რომ კომპანიას აქვს წყლის ჩაკეტილი სისტემა რაც მავნე ნარჩენების მდინარეში მოხვედრას გამორიცხავს. კომპანიის მესვეურთა მტკიცებით, ისინი რეგულარულად აკეთებენ წყლის ანალიზს, რომლის მიხედვითაც, მდინარეში მავნე ნივთიერებების არსებობა დასაშვებ ნორმებს არ აღემატება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
სააქციო საზოგადოება "მადნეული" კერძო კომპანიაა და მის საქმიანობაში საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა. თუმცა მისი დავალებებით რეგულარულად ეწყობა მონიტორინგი გარემოს დაბინძურების გამოსავლენად და საჭირო შემთხვევაში გაიცემა საჯარიმო სანქციები.
(ცნობა მოპოვებულია ქიმიის მე-9 სკლასის სახელმძღვენელოდან (ჩვენი საამაყო მასწ.) ია გიგიბერიის და ნინო ლობჟანიძის წიგნიდან :)

მკითხველებო ძალიან გამიხარდება თუ დატოვებთ კომენტარს და მისცემთ რჩევას თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში - მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაცია და მეწარმე. გმადლობთ ყურადღებისთვის :)

Monday, April 19, 2010


ოქროს საწმისი (ბერძნ. Χρυσόμαλλον Δέρας) ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ჰერმესმა გამოგზავნა ჰერას ან თავად ზევსის ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე ათამანტეს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი ინოსგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე).

ფრიქსემ კოლხეთის სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა. სწორედ აქედან მოიტაცა იასონმა მედეას დახმარებით და არგონავტებთან ერთად საწმისი და საბერძნეთში წაიღო.

Sunday, April 18, 2010

Sodium in chlorine gas


მიზანი:  ნატრიუმის გამოცნობა ალის შეფერილობის ცვლილებით.

სამუშაოს მსვლელობა:
1. აიღეთ ფოლადის ღერო და სპირტქურის ალზე გაახურეთ.

2. ჩაუშვი ფოლადის ღერო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში და კვლავ შეიტანე სპირტქურის ალში. შეიცვალა თუ არა ალის შეფერილობა? როგორ?

პასუხი: 

ალის შეფერილობა ნამდვილად შეიცვალა! ის გახდა ნარინჯისფერი (ოქროსფერი)

Monday, April 12, 2010

ტუტე ლითონები

ტუტე ლითონები - Iა ჯგუფის ელემენტები მენდელეევის პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის ელემენტები – ლითიუმი (Li), ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), რუბიდიუმი (Rb), ცეზიუმი (Cs), ფრანციუმი (Fr) ტუტე ლითონებია. ეს სახელწოდება მათ შესაბამისი ჰიდროქსიდების – ტუტეებიდან მიიღეს. ყოველი პერიოდი პირველის გარდა ტუტე ლითონებით იწყება. ჯგუფში ატომური ნომრის ზრდასთან ერთად იზრდება ატომის რადიუსი, მცირდება იონიზაციის ენერგია, ე.ი. იზრდება ლითონთა ქიმიური აქტივობა.

თვისებები

მათი გარე შრის აღნაგობა ერთნაირია (გარე შრეზე ერთი S ელექტრონია), ამიტომ ტუტე ლითონების თვისებები მსგავსია. მათ შეუძლიათ ადვილად გასცენ გარე შრის, ბირთვთან სუსტად დაკავშირებული ელექტრონი და წარმოქმნან მდგრადი კათიონები +1 ჟანგვის ხარისხით. ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი დაბალი ელექტროუარყოფითობა და მაღალი აღმდგენი თვისებები. მათ ახასიათებთ ბზინვარება, თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა და პლასტიკურობა. ატომური რადიუსის გაზრდით იზრდება მათი სიმკვრივე, მაგრამ მცირდება ლღობის და დუღილის ტემპერატურები, რადგან იონთა რადიუსის გაზრდით სუსტდება ქიმიური ბმები და კრისტალები უფრო დაბალ ტემპერატურაზე ირღვევა. ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი ალის შეფერადება წვისას, ალის ფერის მიხედვით შესაძლებელია მათი გამოცნობა: ნატრიუმი იძლევა ყვითელ, კალიუმი – იისფერ შეფერილობას და ა.შ. ტუტე ლითონების ოქსიდის ზოგადი ფორმულაა EշO ჰიდროქსიდისა (ტუტის) E-OH, წყალბადნაერთებისა კი – EH. წყალბადნაერთებს ჰიდრიდები ეწოდება. თუტე ლითონთა წყალბადნაერთები – ჰიდრიდები თეთრი კრისტალური ნივთიერებებია ისინი ადვილად შედის წყალთან რეაქციაში შესაბამისი ტუტეების წარმოქმნით. მეტალთა იონების რადიუსის ზრდის გამო რიგში LiOH-NaOH-KOH-RbOH-CsOH ფუძე თვისებები თანდათან ძლიერდება. ტუტე ლითონები მაღალი აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ბუნებაში არ გვხვდება. Na და K ბუნებაში გავრცელებულია მნიშვნელოვანი შენაერთების (NaCl, KCl, NaCl-KCl…) სახით. ჰაერზე ტუტე მეალები სწრაფად იჟანგება, ამიტომ მათ ნავთში ინახავენ.

საერთო თვისებები

ტუტე ლითონები ბევრი საერთო თვისებით ხასიათდება:

  • დაბალ ტემპერატურაზე უერთდება ჟანგბადს. მიიღება შესაბამისი ოქსიდი: 4E+Oշ―>2EշO
  • ოთახის ტემპერატურაზე ჟანგბადში წვის შედეგად წარმოქმნის პეროქსიდს: 2E+Oշ―>EշOշ
  • იწვის ქლორის არეში. წარმოიქმნება შესაბამისი მარილები – ქლორიდები: 2E+Clշ―>2ECl
  • მაღალ ტემპერატურაზე ენერგიულად რეაგირეს გოგირდთან სულფიდების წარმოქმნით: 2E+S―>EշS
  • აძევებს წყალბადს წყლიდან: 2E+2HշO―>2EOH+Hշ

რეაქციის შედეგად გამოიყოფა წყალბადი და ხსნარში მიიღება ტუტე.

გამოყენება

აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ტუტე ლითონების გამოყენება შეზღუდულია. ნატრიუმი და მისი შენადნობი კალიუმთან გამოიყენება როგორც სითბოგამტარი ბირთვულ დანადგარებში, ასევე მეტალოთერმიაში. Rb-სა და Cs-ს იყენებენ ფოტოელემენტებში. თანამედროვე მრეწველობასა და ტექნიკაში განსაკუთრებით გამოიყენება ლითიუმი და მისი ნაერთები: მეტალურგიაში, ავტომანქანების აკუმულატორებში, საცხებად, ატომურ ენერგეტიკაში და სხვა.

ჰიდროქსიდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროქსიდები (ჰიდროჟანგები) ეს არის ქიმიური ელემენტების ოქსიდების ნაერთები წყალთან. ცნობილია თითქმის ყველა ქიმიური ელემენტის ჰიდროქსიდი; ზოგიერთი მათგანი ბუნებაში მინერალის სახით გვხვდება.

Hydroxide lone pairs-2D.svg
Hydroxide-3D-vdW.png

ჰიდროქსიდი — ქიმიაში, ეს არის ორ ატომიანი იონი OH−, რომელიც შედგება ჟანგბადისა და წყალბადისაგან. როგორც წესი მიიღება ფუძეების დისოციაციის მეთოდით. ჰიდროქსიდი არის ერთ ერთი უმარტივესი მრავალატომიანი იონი.

კლასიფიკაცია

იმისდა მიხედვით თუ როგორი ტიპისაა შესაბამისი ოქსიდი ფუძე, მჟავა თუ ამფოტერული განასხვავებენ:

ტერმინი «ჰიდროქსიდი» ხშირად გამოიყენება მხოლოდ ფუძე ან ამფოტერული ჰიდროქსიდების მიმართ.