Saturday, May 1, 2010


დაბა კაზრეთის (ბოლნისი რაიონი) მიდამოებში მდიდარი და მრავალფეროვანი მეტალების საბადოებით არის ცნობილი. აქ 1975 წლიდან მიმდინარეობს მთის ქანებიდან მიღებული კვარციტებისა და სპილენძ-პირიტის მადნების გადამუშავება.
ოქროს გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს მდებარე პატარა მდინარე კაზრეთულა მკვდარ მდინარედ ითვლება და იგი მდინარე მაშავერასთან შეერთების მონაკვეთსაც მნიშვნელოვნად აბინძურებს. ადგილობრივი მოსახლეობა დაავადების შემთხვევების ზრდაზე მიუთითებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ითავა გამოეკვლია ეს პრობლემა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა , რომ მაშავერასა და კაზრეთულაში დაახლოებით 7 მძიმე მეტალია დალექილი. ცოცხალი ორგანიზმების გაქრობა კი წყალში მჟავას არსებობამ გამოიწვია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მდინარეს ბოლნისის რაიონში საყოფაცხოვრებო მიზნებითაც გამოიყენებენ და ზაფხულობით სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც რწყავენ. მაგალითად გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოფელ რკიანეთში დათესილი ხორბალი შეიცავდა სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს, მათ შორის - კადიუმს.
არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ საფრთხე მხოლოდ აქაურობას კი არა, დედაქალაქის მოსახლეობასაც ემუქრება, რადგან თბილისური ბაზრები ბოლნისში მოყვანილი პროდუქტებითაა სავსე.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიწვია ექიმი- სპეციალისტები, რომლებსაც დაევალათ ბოლნისი რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბა კაზრეთში დაფიქსირებულია სიმსივნით დაავადებულთა დიდი რაოდენობა, რაც დემოგრაფიული გენოციდის ტოლფასია.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ამ საწარმოშია დასაქმებული, კომპანიის გაჩერების წინააღმდეგია, მაგრამ მეწარმეებისაგან ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ბოლნისის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის მთავარ შემავსებელ ძალას კომბინატი " მადნეული" წარმოადგენს. კომბინატში დასაქმებულია 750 ადგილობრივი მოსახლე. საბადოებიდან მადნის მოპოვება ხდება ბურღვა - აფეტქებითი მეთოდით, შემდეგ მიმდინარეობს მადნებიდან მეტალების მიღება და მიღებული პროდუქტის გასუფტავება მინარევებისგან. ნარჩენებს წარმოების ოთხ საგანგებო ნაგავსაყრელზე ყრიან.
აღსანიშნავია ისიც რომ კომპანიას აქვს წყლის ჩაკეტილი სისტემა რაც მავნე ნარჩენების მდინარეში მოხვედრას გამორიცხავს. კომპანიის მესვეურთა მტკიცებით, ისინი რეგულარულად აკეთებენ წყლის ანალიზს, რომლის მიხედვითაც, მდინარეში მავნე ნივთიერებების არსებობა დასაშვებ ნორმებს არ აღემატება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
სააქციო საზოგადოება "მადნეული" კერძო კომპანიაა და მის საქმიანობაში საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა. თუმცა მისი დავალებებით რეგულარულად ეწყობა მონიტორინგი გარემოს დაბინძურების გამოსავლენად და საჭირო შემთხვევაში გაიცემა საჯარიმო სანქციები.
(ცნობა მოპოვებულია ქიმიის მე-9 სკლასის სახელმძღვენელოდან (ჩვენი საამაყო მასწ.) ია გიგიბერიის და ნინო ლობჟანიძის წიგნიდან :)

მკითხველებო ძალიან გამიხარდება თუ დატოვებთ კომენტარს და მისცემთ რჩევას თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში - მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაცია და მეწარმე. გმადლობთ ყურადღებისთვის :)

1 comment:

  1. გამარჯობა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს დამუშავებული და გადმოცემლი, მაგრამ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ წყალი და გარემო არ ბინძურდება, საეჭვოა. რადგან უამრავი კვლევა ადასტურებს საწინააღმდეგო მოსაზრებას.

    ReplyDelete